შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თავდამსხმელი სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა მიმალვას ცდილობდა.
„პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - განაცხადეს შს სამინისტროში.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.