weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ

13:34 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

ებრაელები ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ. მათი რწმენით, ხანუქა განახლების, სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე და სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების დღესასწაული.

ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა. თბილისის მთავარ სინაგოგაში სიტყვით გამოსვლის დროს მან ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

"როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა, რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ხანუქას დღესასწაული ნოემბერ-დეკემბერში აღინიშნება და 8 დღის განმავლობაში გრძელდება. ებრაელები ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) სანთელს ან წმინდა ზეთს ანთებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]