როგორც მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, კლდის ჩამოშლა თოვლის დნობამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად გზაზე მოძრავი ავტომანქანები არ დაზიანებულა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 74-ე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივ რეჟიმში.