weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ოქროს ურო 2017“ ვარძიის მამათა მონასტერს და RMG Gold-ს გადასცეს

16:50 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

საყდრისის კომიტეტმა 2017 წლის „ოქროს ურო ვარძიის მამათა მონასტერს და ოქროს მომპოვებელ კომპანია RMG Gold-ს გადასცა. როგორც კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ განმარტა, ვარძიის მამათა მონასტერმა ე.წ. ჯილდო მიიღო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო, რის შედეგადაც ფრესკები მჭვარტლის ფენით დაიფარა.

საყდრისის კომიტეტის განცხადებით, ვარძიის მამათა მონასტრისთვის განკუთვნილი „ოქროს ურო“ ეკუთვნის ყველა იმ სასულიერო პირსაც, რომელთა ნებართვით ეკლესია-მონასტრებზე უნებართვო სამუშაოების წარმოება და კულტურული მემკვიდრობის ძეგლების დაზიანება/გაქრობა ხდება.

„საქართველოში ეკლესია-მონასტრების ხელყოფის და უნებართვო სამუშაოების არაერთი ფაქტი მოხდა, რის შედეგადაც ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ გაქრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კვალი. ასეთ დანაშაულში მონაწილე არცერთი სასულიერო პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. ისინი გათავისუფლებულები არიან პასუხისმგებლობისგან. აქედან გამომდინარე, „ოქროს ურო“ საზოგადოების ერთგვარი პროტესტია. გვინდა ჩვენი დამოკიდებულება ამით გამოვხატოთ, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უძლურია. 2016 წელს, ვარძიაში, ხანძრის შედეგად ფრესკები დაზიანდა, რაც სასულიერო პირების მხრიდან დაუდევრობის თვალსაჩინო ფაქტი იყო. საბედნიეროდ ფრესკების აღდგენა მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს პოლიცია იძიებდა, ჩვენ დღემდე არ ვიცით ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა“, - აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ.

რაც შეეხება კომპანია RMG Gold-ს მან აღნიშნული „ჯილდო“ 2017 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფიტარეთის XIII საუკუნის მონასტერთან წარმოებული სამუშაოების გამო დაიმსახურა. RMG Gold-ი ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებას გეგმავს.

„RMG Gold-ი ჯილდოვდება არა მხოლოდ ოქროს უძველესი მაღაროს - საყდრისის აფეთქებისთვის, არამედ ფიტარეთის მონასტრის საფრთხეში ჩაგდების მცდელობის გამო. კომპანიამ ე.წ. ექსპერიმენტული აფეთქებები განახორციელა ბნელი ხევის ტერიტორიაზე, ფიტარეთის მონასტრიდან ორ კილომეტრში, თუმცა აფეთება მოხდა მაქსიმალურად მძავრი მუხტით. ამის შესახებ საქმის კურსში არ ყოფილა ჩაყენებული არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და არც საპატრიარქო. ამ ჯილდოს კომპანიას დღესვე ჩავაბარებთ, საპატრიარქოში კი რამდენიმე დღეში მივიტანთ“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

საყდრისის კომიტეტმა ე.წ. ჯილდო „ოქროს ურო" 2016 წლის 13 დეკემბერს, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს აფეთქებიდან ორი წლის შემდეგ დააწესა. ე.წ. ჯილდოს ავტორები განმარტავენ, რომ ოქრო სიხარბესთან და ანგარებასთან არის გაიგივებული. „ოქროს ურო“ გადაეცემა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც "განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დანგრევა-დაზიანებაში.

„ოქროს ურო“ 2016 წელს, პირველად კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ გიორგი გიორგაძეს გადაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]