დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მას სამი ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დამნაშავის ვინაობის დადგენისა და დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.