weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მორიგი არაკვალიფიციური დასკვნა გამოაქვეყნა - კახა ბექაური

00:12 ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

„1986-1992 წლებში დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დიპლომიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ის სრულად შეესაბამება მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. ცნობისთვის, კიბერნეტიკა არის მეცნიერება ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ და იგი შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გადაცემას, მიღებას, დამუშავებას, შენახვას და ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის, შესაბამისად კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს.

კომისიის წევრების არჩევასა და დაკომპლექტებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი ისე საკანონდებლო ხელისუფლება. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს კონკურსანტთა სიას, შემდეგ მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე სამ კანდიდატურას არჩევს, რომელიც ასევე ღია წესით ქვეყნდება. შემდეგ კანდიდატურები წარედგინება პრემიერ- მინისტრს კონტრასიგნაციის მისაღებად. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი კონტრასიგნაციას გასცემს, პრეზიდენტი შერჩეულ წევრებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. სწორედ აღნიშნული პროცედურების გავლითა და დაცვით ამირჩიეს 2013 წელს მარეგულირებელი კომისიის წევრად 6 წლის ვადით.

ჯერ კიდევ მაშინ, კონკურსის პარალელურად გარკვეული ჯგუფების მიერ ჩემი დიპლომი და განათლება იყო განხილვის საგანი, თუმცა როგორც აღმასრულებელმა, ასევე საკანონდებლო ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ თემის მიმართ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი და ჩემი განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებდა მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს, მე კომისიის წევრად ამირჩიეს.

საკითხის ამოწურვიდან 4 წლის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ არაკვალიფიციური და ცრუ ინფორმაციის შემცველი დასკვნის გამოქვეყნება არის მცდელობა შელახოს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“, - აღნიშნავს კახა ბექაური.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დადგინდა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს, თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია, კერძოდ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ფასკვნით, კახა ბექაური ვერ აკმაყოფილებს კომისიის წევრობისათვის კანონით დადგენილ კრიტერიუმს, რაც საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისათვის, რომ ის საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]