weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პაველ არძინბა მოკლეს

00:34 ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017

აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთისკენ მიმავალ გზაზე უცნობმა პირებმა ცეცხლსსროლი იარაღით დაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც პაველ არძინბა და დიმიტრი ხაგბა ისხდნენ. პაველ არძინბა ეჭვმიტანილი იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტზე, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში.

„ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტის ინფორმაციით, ორივე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

პაველ არძინბა ხუთ წელზე მეტხანს იძებნებოდა. სექტემბერში ის თავად ჩაბარდა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა გუდაუთასთან, საავტომობილო გზაზე. მაშინ ანქვაბი არ დაშავებულა, მაგრამ მისი დაცვის ორი თანამშრომელი დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]