weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2018 წელს ქართული ქაფშიას ექსპორტი გერმანიასა და ბელგიაში იგეგმება

01:19 ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017

ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები შავი ზღვის ქაფშიას ევროკავშირში გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შპს „პალიასტომი 2004“-ი გაყინული ქაფშიას გერმანიაში ექსპორტირებას 2018 წელს გეგმავს. ამ ინფორმაციას eugeorgia.info ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბელგიასა და გერმანიაში კონტრაქტების გაფორმებაზე  შპს „მბმ“-იც მუშაობს და კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ქაფშიას ექსპორტის დაწყებას მომავალ წელს ისინიც შეძლებენ.

ევროკავშირის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორატის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ივნისს საქართველო ოფიციალურად შევიდა მესამე ქვეყნების სიაში, საიდანაც ევროკავშირში შავ ზღვაში მოპოვებული ქაფშიას (ანჩოუსი) ექსპორტი ნებადართულია.

2017 წელს თევზჭერის ლიცენციები ძველ მფლობელებს კიდევ 10 წლით გაუგრძელდათ. დღეის მდგომარეობით, შავ ზღვაში თევზჭერის მიზნით გაცემულია 9 ლიცენზია. ამ ლიცენზიებს სულ 5 კომპანია ფლობს. ესენია: შპს „პალიასტომი - 2004“ საერთო მოცულობიდან მისი პროცენტული წილი - 5,055%-ია; შპს „გეოფიშ კომპანი“ - 24%; შპს „მბმ“ - 19,174 %; შპს „აისბერგი2“ - 24% და შპს„ზღვის პროდუქტები“, რომლის პროცენტული წილი ყველაზე მეტია და 26,771%-ს შეადგენს. ამ კომპანიებს გადამამუშავებელი საწარმოები ქალაქ ფოთში აქვთ.

დღეისათვის, 30 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქტის ექსპორტი თურქეთში ხორციელდება, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი საექსპორტო ბაზარი იყო ქართული თევზისთვის.

შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული თევზი მე-3 ცხოველური წარმოშობის პროდუქტია (მატყლისა და თაფლის შემდეგ), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]