weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყვარელში ცოლზე ძალადობის ბრალდებით 59 წლის მამაკაცი დააკავეს

10:51 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 59 წლის, ამავე დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში არაერთგზის ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს 1 დეკემბრამდე კახეთში ოჯახური ძალადობის დროს 1 ადამიანი მოკლეს, 6-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, სხვადასხვა სახის ძალადობის 150 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც სისხლის სამართლებრივი დევნა 136 შემთხვევაში დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]