weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიას და არასამთავრობოებს შეხვდება

14:58 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ორშაბათს მედიისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შემავალი ცვლილებები ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს, მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს.

„ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს ყველა იმ მხარეს, რომლებმაც ეს მოსაზრებები გამოთქვეს: მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ, ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

იმის მიუხედავად, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმამხარი არ დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტს, 14 დეკემბერს პარლამენტმა მეორე მოსმენით ის მაინც მიიღო 85 ხმით 6-ის წინააღმდეგ. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ირაკლი აბუსერიძემ, რევაზ არველაძემ, რომან კაკულიამ, ლევან კობერიძემ, გიორგი მოსიძემ, კახა ოქრიაშვილმა.

ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლიაპროდუქციის არანაკლებ 25%  დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-რადიო, ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;

ახალი რედაქციით განისაზღვრა კომერციული რეკლამის საზოგადოებრივ მაუწყებლებზე განთავსების წესიც. საზოგადოებრივ მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ განთავსდება უქმე დღეებში, აგრეთვე, საუკეთესო დროს (19:00 – 24:00). კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, თუმცა იზრდება კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს.

მიღებული ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხისგან ნაშთი დარჩება, მას აღარ ექნება ვალდებულება, აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტშივე დააბრუნოს. აუთვისებელი თანხა წლის დასაწყისში სახელმწიფოდან მიღებულ ახალ დაფინანსებასდაემატება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები მიმართოს სტარტაპების დაფინანსებისკენ. გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი მიიღებს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს, აქამდე მოქმედ კანონში გათვალისწინებული იყო, რომ სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; საბჭო უფლებამოსილი იყო, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეეტანა დებულებაში. ახალ რედაქციაში საბჭოს უფლებამოსილება იგივე რჩება, თუმცა დებულებაში ცვლილებას ვეღარ შეიტანს, თუ ცვლილება მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებას შეეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]