„სკოლაში დადებითად ახასიათებენ, რაიმე პრობლემური ქცევები არ ჰქონია“, - აღნიშნავს ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე აჭარის ტელევიზიასთან საუბარში.
პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექპერტიზა ჩაუტარდა. რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ექსპერტები დასკვნას რამდენიმე დღეში მოამზადებენ.