weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

21 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ

16:04 კვირა, 17 დეკემბერი 2017

საქართველოში 21 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შესაძლოა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალოთ. ამგვარ ცვლილებას ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებების ძირითადიმიზანი სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესებაა. კერძოდ, 21 წლამდე ასაკის პირების, ასევე 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა თამაშში მონაწილეობა აიკრძალება. 

სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ანდა მომგებიან თამაშობებში საქართველოს მოქალაქისთვის მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო გახდება მისი რეგისტრაცია ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც შემოსავლების სამსახური აწარმოებს. 

აზარტულ მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა. ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება სასამართლოს წესით მოითხოვოს ასეთი პირის მონაცემების შეტანა ერთიან რეესტრში. სიაში პირის შეტანა განხორციელდება 3 წლის ვადით. 

ამასთან, სათამაშო ბიზნესის ყველა დაწესებულებას ექნება ვალდებულება, რომ სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში. 

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში გაუქმდება მანამდე რეგისტრირებული ყველა მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდება მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ. 

კანონპროექტთან დაკავშირებით დადებითი დასკვნები უკვე გასცეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტმა და საბიუჯეტო ოფისმა. პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და დამტკიცება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანს უტოლდება. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]