weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 უახლეს ავტომანქანას ყიდულობს

13:50 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2017 წელს გამოშვებული 2 „ჯიპის“, 1 მიკოროავტობუსისა და 5 „სედანის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 386 190 ლარია გამოყოფილი.

ელექტრონული ტენდერები 8 ერთეული უახლესი ავტომანქანის შესყიდვისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის 11 და 12 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერებში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 19 დეკემბრიდან და 25 დეკემბრამდე პერიოდში იწარმოებს. სავალდებულოა, რომ ტენდერში მონაწილე ნებისმიერ პრეტენდენტს 2015 წლიდან გააჩნდეს მსგავსი ტიპის ავტომანქანების მიწოდების გამოცდილება. 

1 მაღალი გამავლობის „ჯიპის“ შესყიდვის ღირებულება საშუალოდ 44 850 ლარს, მიკროავტობუსისა - 93 490 ლარს, 1 „სედანისა“ კი 40 600 ლარს შეადგენს. ავტომანქანების ცესკო-სათვის მიწოდება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოახდინოს. 

სატენდერო პირობების მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს 2017 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში არმყოფი, განბაჟბული, მარცხენასაჭიანი.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]