weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალქალაქში საყოფაცხოვრებო ნივთების ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

11:01 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით სამი პირი: 21 წლის მ.კ., 41 წლის ე.ა. და 30 წლის ბ.ღ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კარწახის რკინიგზის მშენებარე სადგურიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს და ელექტროტექნიკას სისტემატურად იპარავდნენ.

„სამართალდამცველებმა ე.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული წყლის გამათბობელი ავზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბ.ღ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 11 შეკვრა ნაქურდალი მეტლახი. პოლიციამ მ.კ.-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და გასხვისებული სხვადასხვა ნივთები: წყლის გამათბობელი ავზი, ცენტრალური გათბობის 7 რადიატორი, ელექტროჩამრთველების დაფა და ხელსაბანი ნიჟარა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17 დეკემბერს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია კიდევ სამი პირის დაკავების შესახებ, რომლებიც შსს-ს ცნობით, მარაბდა-კარწახის რკინიგზის სადგურ „ნინოწმინდაში“ სპილენძის სადენების ქურდობაში არიან ბრალდებულები. ქურდობის შედეგად კომპანია „ATEF GEORGIA“-ს4324 ლარის ზარალი მიადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]