weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს რეგიონებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან

11:19 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

„ინგლისური საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და ბრიტანეთის საბჭომ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები, იუსტიციის სახლებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან.

შეთანხმებას ხელი მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანმა და ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენერებისთვის დახელოვნების ორი კურსი ჩატარდება და 22 ინგლისური ენის მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის.

გარდა ამისა, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, ინგლისური ენის ექვსი კლუბი მოეწყობა, სადაც, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებიდან ბავშვები, სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან კლასგარეშე გაკვეთილებს, ისარგებლებენ რესურსცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო თუ ვიდეო მასალით და მონაწილეობას მიიღებენინგლისური ენის კონკურსებში.

ინგლისური ენის კლუბებში, ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოეწყობაინგლისური ენის პროფესიული ტრენინგ-სემინარები.

პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები საქართველოს მასშტაბით პედაგოგებს გადაამზადებენ, რაც ინგლისური ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]