weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

112-ის ხელმძღვანელად ნიკა გელაშვილი დაინიშნა

11:40 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ნიკა გელაშვილი დაინიშნა, რომელიც 2017 წლის 30 იანვრიდან 15 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი იყო.

ნიკა გელაშვილი 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013–2016 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსად, 2013 წელს კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2009 – 2012 წლებში იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მეოთხე განყოფილების (სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „წითელი ხიდი“) პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა.

ნიკა გელაშვილმა 2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]