weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ფიქრია ჩიხრაძე - ცვლილებებით პლურალისტური მედია არ უნდა დაზარალდეს

12:02 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტი კერძო მაუწყებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტმა მათგან დამატებითი არგუმენტები მოისმინა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო და რომელსაც კერძო მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ ვასილ მაღლაფერიძე, ია ანთაძე, თინათინ ბერძენიშვილი, პაატა ქურდაძე, ნოდარ ჭიჭინაძე, ელენე მიხაილოვა, ირაკლი აბსანძე, გიორგი გვიმრაძე, თეო მაზმიშვილი.

პრეზიდენტის პოლიტიკურიმდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას.

„ჩვენ ამას ფუნდამენტურ საკითხად განვიხილავთ, რადგან ეს ორი ღირებულება, ორივე ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, ქართული დემოკრატიისათვის. ურთიერთობისა და თანამშრომლობის პირობებში ჩვენ ვთვლით, რომ ბევრი საკითხის გადაწყვეტა უფრო ეფექტურად შეიძლებოდა და ბევრი საკითხი ამ დროისათვის არა პრობლემური, არამედ მოგვარებული ყოფილიყო - მაგრამ შესაძლოა, კიდევ არსებობდეს ამის რესურსი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, რომ მან ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პლურალისტური მედია არ დაზარალდეს იმ მიმართულებით, რომელიც გარკვეულ რესურსებზე წვდომას უკავშირდება და რაც წარმოშობს კონფლიქტს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და დანარჩენ მაუწყებლებს შორის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, პარლამენტში წინ არის კიდევ მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და ამ ეტაპისათვის ვეტოზე საუბარი ნაადრევია.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის მზადაა შეხვდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]