weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები პრესსამსახურებშიც მუშაობენ

13:32 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის კორესპონდენტები ბექა ბარამიძე, ოთარ გიორგაძე, ჟანა დიდებაშვილი საჯარო და კერძო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებშიც მუშაობენ.

„მოამბის“ ჟურნალისტი ბექა ბარამიძე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია; „მოამბის“ კიდევ ერთი კორესპონდენტი ოთარ გიორგაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას წარმოადგენს; საზოგადოებრივი მაუწყებლის კახეთის რეგიონული კორესპონდენტი ჟანა დიდებაშვილი კი „ენერგო პრო ჯორჯიას“ კახეთის ფილიალის წარმომადგენელია.

„კომპანიის ახალი მენეჯმენტის სურვილი იყო გვეთანამშრომლა და ტელევიზიაში ჩემი მუშაობის გამო არც ინტერესთა კონფლიქტს არ ჰქონდა ადგილი. სიამოვნებით ვაგრძელებ ამ სფეროშიც პარალელურად საქმიანობას“, - აღნიშნავს ჟანა დიდებაშვილი 27 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს ნატა ძველიშვილს მიაჩნია, რომ ინტერესთა კონფლიქტის საკითხი დგება მაშინაც, როდესაც ჟურნალისტი პარალელურად სხვა ორგანიზაციაში მუშაობს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ აუდიტორიას შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა, რამდენად მიუკერძოებლად გააშუქებს ის არა თუ იმ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას, არამედ ზოგადად იმ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მისი ორგანიზაცია მუშაობს“.

„მედიის პარალელურად სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის პრესსამსახურში მუშაობა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს. ჩნდება მოლოდინი, რომ ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით, სხვა ჟურნალისტებთან შედარებით მას უპირატესობა აქვს და არათანაბარი სამუშაო პირობები იქმნება“, - აღნიშნავს ნატა ძველიშვილი.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 30-ე მუხლი ადგენს სახელმძღვანელო რეკომენდაციებს მაუწყებლის სარედაქციოდამოუკიდებლობის შესახებ. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჟურნალისტი არ შეიძლება მუშაობდეს ერთდროულად ისეთ დამსაქმებლებთან, რამაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]