„პაციენტი შემოვიდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებითა და დაზიანებებით, რაც მიყენებული ჰქონდა იარაღიდან გასროლით. აღენიშნებოდა ჭრილობა იღლიის ფოსოსა და ყბა-სახის მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია“, - უთხრა „აჭარის ტელევიზიას“ ქირურგმა ბექა ბერიძემ.
მომხდარზე გამოძიება მიდინარეობს.
შეგახსენებთ, 11 დღის წინ, ქობულეთში 17 წლის ბიჭი დაიკარგა. სამართალდამცავებმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. ოჯახის წევრები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მოზარდის გაუჩინარება შესაძლოა ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ ყოფილიყო კავშირში.