გოგონას დედა და სკოლის დირექტორი ამბობენ, რომ თვითდაზიანების მიყენების მიზეზი შესაძლოა, ოჯახში მამა-შვილს შორის მომხდარი კონფლიქტი გამხდარიყო. „ჩვეულებრივად, შენიშვნა მივეცი შვილს. ვინ არ გასწყრომია შვილს“, - ამბობს ბავშვის მამა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პოლიციელებმა ბავშვის მშობლები უკვე გამოკითხეს.