სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმ კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და ოპერაცია უტარდება.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.