weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მზა კერძებსა და ნეხევარფაბრიკატებში ცხენის და ვირის ხორცი აღმოჩნდა

18:35 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად მზა კერძებსა და ნახევარფაბრიკატებში ცხენის და ვირის ხორცი გამოავლინა. სურსათის ეტიკეტზე კი მითითებული იყო, რომ პროდუქცია საქონლის და ღორის ხორცისგან იყო დამზადებული.

ცხენისა და ვირის ხორცი შემდეგი ბიზნესოპერატორებისა და მწარმოებლების პროდუქციაში აღმოჩნდა:

საქონლის ხორცის ბასტურმა - შპს „ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო“, თბილისი, მეველეს ქ. N3;

ფარში (კოტლეტი) - ი/მ „იზოლდა ევგენიძე“, ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N1, კაფე-ბარი „ჩვენებურები“;

ახალი ფარში - ი/მ „ბაკური“, ბათუმი, აგრარული ბაზარი, მაიაკოვსკის ქ. N4, რეზო გიორგაძე;

ხინკალი „რაჭა“ - ი/მ „მაია გოგიჩაიშვილი“ (მარკეტი). ქარელი, სტალინის ქ.N40; სურსათის მწარმოებელი - შპს „ელფუდი“;

საქონლის ხორცის „ოსტრი“ - შპს „მაკრატელა“, ქარელი, ნინოშვილის ქ.N22, სასადილო;

კატლეტი - ი/მ ოთარი ხარშილაძე, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, სასადილო;

გაყინული ქაბაბი - შპს „იმედი2012“. თბილისი, გლდანის მე-8 მკ/რნ, დირექტორი გიორგი ბარათაშვილი;

გაყინული გუფთა - შპს „გემო ნახე“, სამგორის ზედა ამოსასვლელი, ფართი N36 - მწარმოებელი შპს „გაუშა“;

საქონლის ხორცის „ბასტურმა“ - შპს „იბერია“, რეალიზატორი გივი დემეტრაშვილი, თბილისი, წინამძრვრიშვილის ქ.N 133 - მწარმოებელი შპს „კავკასია“;

გაყინული ქაბაბი - შპს „გ.რ.ზ.ა“, მარკეტი, ბათუმის ანგისის ქ. N2. მწარმოებელი შპს „მეგა“;

გაყინული ხინკალი - ი/მ „თეიმურაზ ნიაზაშვილი“ (საცალო ვაჭრობა), გორი, შინდისის გზატკეცილი N7;

ოსტრი - ი/მ „შალვა არჩვაძის“ სასადილო, შიდა ქართლი. დამზადებულია ვირის ხორცისგან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. მათ საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.

ცხენის ან ვირის ხორცის რეალიზაციის შემთხვევაში, აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები და უნდა დაიკლას სასაკლაოზე. სავალდებულოა ხორცი უნდა იყოს ეტიკეტირებული და მითითებული იყოს ხორცის სახეობა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს. საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია მზა კერძების და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმებულია ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]