weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მასწავლებლების ნაწილს სახელფასო დანამატები გაეზრდება – მიხეილ ჩხენკელი

11:18 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება. მისივე თქმით, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბიუროკრატიულ პროცედურები, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ.

„განათლების პროცესში უმთავრეს როლს პედაგოგი ასრულებს. მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შევქმნით, რომელიც ორიენტირებული იქნება არამხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. პროფესიული განათლების მოტივაციის ამაღლების მიზნით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავიყვანთ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ. ამავდროულად, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში და კომპექსურად განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი, დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმები, რომელთა მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა იმართება. სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განიხილება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 13 ნოემბერს დანიშნა. მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი 21 დეკემბერს იმსჯელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]