weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი გახარია – კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს ეფექტური

12:34 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სამინისტროს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ორგანიზებული დანაშაულია, საზოგადოებაში კი შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებებისადმი პატივისცემა, რის გამოც კრიმინალური პოლიცია ეფექტური უნდა იყოს.

პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის კონცეფცია უკვე არსებობს და მისი განხილვა 2018 წლიდან დაიწყება.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და რა თქმა უნდა, საზღვრის დაცვის მიმართულებით. ასევე, შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში. რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას, დღეის მდგომარეობით ჩვენ კარგად გვესმის, რომ ორგანიზებული დანაშაული არის ძირითადი გამოწვევა ჩვენს წინაშე. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებების პიეტეტი, ამიტომ ვთვლით, რომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს ეფექტური და უფრო სწრაფად რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას.

ეს რეფორმა დიდი ხანია უკვე მომწიფდა და მისი ძირითადი მიმართულება იქნება სტრუქტურული სახის რეფორმირება. კრიმინალური პოლიციის ნაწილში აუცილებლად უნდა გამოიყოს რამოდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველი ეს გახლავთ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ცალკე უნდა იყოს დეტექტივთა დივიზიონი. ცალკე არის გამოსაყოფი მართლწესრიგის ოფიცრის, ე.წ. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი, რამაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მოქალაქეებთან ურთიერთობის კომპონენტი“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შს ამინისტროში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეფორმირებას, საზღვრის დაცვაა.

„სასაზღვრო პოლიცია დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შს სამინისტროს სისტემაში. ის გამოწვევები, რომელსაც დღეს ვაფიქსირებთ, აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო კოლეგები და პარტნიორები გვიდგანან გვერდით. მათთან ერთად უკვე დავიწყეთ კონკრეტულ და ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე სისტემური ცვლილებების მიმართულებით. მათ შორის, როგორიც არის ანალიზზე დაცული საზღვრის დაცვა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა გვაქვს პერსონალის კვალიფიკაცია. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გადამზადება საუკეთესო კადრების, რომელიც დღეს სისტემაში არსებობს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე 13 დეკემბერს დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი 21 დეკემბერს იმსჯელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]