weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

13:31 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

უკრაინაში, კიევის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელსაც სხვადასხვა დანაშაულისთვის საპატიმრო დაწესებულებებში 27.5 წელი აქვს გატარებული. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

სამართალდამცველთა მტკიცებით, მიმდინარე წლის მარტში, კიევის ოლქის დაბა ვორზელში ე.წ. კანონიერმა ქურდმა ადგილობრივი მცხოვრები ცივი იარაღით დაჭრა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი კი საავადმყოფოში ნეკნებისა და ფილტვის დაზიანებებით გადაიყვანეს. ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აღძრა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულთან კავშირი ჰქონდა 49 წლის ქართველს, რომელიც წარსულში „კანონიერი ქურდის“, ახლა კი კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსით სარგებლობს.

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში დაკავებული ამბობს, რომ ის სამტრედიაშია დაბადებული და სამჯერ იყო ნასამართლევი მკვლელობისთვის. ქურდობისთვის დაკავებული იყო თურქეთშიც.

„წარსულში ის საზღვარგარეთ ჩადენილი მკვლელობებისთვის იხდიდა სასჯელს, 2014 წელს კი უკრაინაში ძარცვისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საერთო ჯამში დაკავებულმა საპატიმრო დაწესებულებებში 27.5 წელი გაატარა. ვადაზე ადრე ის 2016 სექტემბერში გაათავისუფლეს, ნახევარ წელიწადში კი უცნობ პირთან კამათის დროს არგუმენტის სახით ცივი იარაღი გამოიყენა“, - განაცხადეს პოლიციაში

სამართალდამცველებმა „კანონიერი ქურდი“ კიევის ოლქში, ერთ-ერთ ბინაში დააკავეს, სადაც იმალებოდა. ჩადენილი დანაშაულისთვის მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]