weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით ივლიან

15:14 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

იაპონური გრანტის მეშვეობით საქართველოში 100 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გადაწყდა, რომ აღნიშნული ავტომობილებით საპატრული პოლიციის თანამშრომლები ისარგებლებენ.

„საქართველოში შემოვიდა 100 ჰიბრიდი და ელექტრომობილი. ავტომობილები მთავრობის წევრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა ჩვენი თხოვნით, ეს ავტომობილები დაეთმობა პატრულს“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამინისტროს სამომავლო გეგმეზე და განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა. გახარიას ინფორმაციით, 2018 წელს დაგეგმილია რეფორმების გატარება საზღვრის დაცვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის მიმართულებებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]