weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გათბობის 200-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ

16:00 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები სახელმწიფოსგან გათბობის 200-ლარიან ვაუჩერებს წელსაც მიიღებენ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს გამოსაზამთრებლად შესაბამისი პირობები ჰქონდეთ. 

„ეს ადამიანები მართლაც გმირულად და მოთმინებით უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და პროვოკაციებს მავთულხლართების პირისპირ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კომპლექსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ ვითარება ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც თუნდაც 5 წლის წინ გახლდათ, როცა ჩვენ მათი საბაზისო საჭიროებების შესასწავლად სოფელ-სოფელ დავდიოდით. მოხერხდა ის, რომ ყველა - 62 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა და 14 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს გათბობის ვაუჩერები 2013 წლიდან გადაეცემათ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოთხ წელში აღნიშნული პირების გათბობით უზრუნველსაყოფად მთავრობამ 9 463 977 ლარი გამოყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]