შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მავთულხლართები ლალი ხაჩირაშვილის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მის ნაკვეთზე გადის. აღნიშნულ მონაკვეთზე რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლები პატრულირებდნენ. ახლობლების განცხადებით, ქალი იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაკვეთში მუშაობდა.
ლალი ხაჩირაშვილი ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარშია დასაქმებული. მისი დაკავების თაობაზე სახელმწიფო უწყებებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უკვე აცნობეს.