ატრაქციონის დემონტაჟს კომპანია „კანო“ ახორციელებს. როგორც „რუსთავი 2“-თან სუბრისას მთაწმინდის პარკის გენერალურმა დირექტორმა გელა დიღმელაშვილმა განაცხადა, უბედური შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მისთვის უცნობია დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.