weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თამარ ივერი – გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ ჩემი ინტერვიუ გამოიგონა

12:53 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

ოპერის მომღერალი თამარ ივერი აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან, სადაც ის „ქალისადმი მიშტერების“ თემაზე საუბრობს და ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს. მომღერალი განმარტავს, რომ ტექსტი ჟურნალისტმა მოიგონა.

14 დეკემბერს, გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, თამარ ივერი სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს და მბობს, რომ ასეთი კანონის მისაღებად „არატრადიციული“ ქალბატონები აქტიურობენ, რომლებსაც მამაკაცები არ „აშტერდებიან“.

„მიკვირს და გამკვირვებია. ქალბატონებო, თქვენ თუ თქვენი ჭკუით მამაკაცების მოტყუებას ცდილობთ, მე რაღას მიპირებთ? ნებისმიერი ქალი და ამ ნებისმიერში მეც ვიგულისხმები, დაადასტურებს, რომ მამაკაცის შეყოვნებული ჭვრეტა სიამოვნებს, მიუხედავად მისი ოჯახური მდგომარეობისა, რჯულისა და აღმსარებლობისა, თუ ის მართლაც ქალია, ანუ ჯანსაღი რჯულისა და ფსიქიკის მქონე! ვიმეორებ, ეს ყოველ ქალბატონს სიამოვნებს, რაგინდ ერთგული მეუღლეც იყოს! ჩვენი, ქალების ზნე ასეთი გახლავთ და თავს თვითონ ნუ იტყუებთ, რომ საპირისპიროში დაგვაჯეროთ, არ გამოვა. ჩემი აზრით მთელი ეს წრიალი, კანონებისა და კოდექსების მუხლებისა და პარაგრაფების ჩხრეკა, სწორედ იმ ქალების იდეა მგონია, რომლებსაც მამაკაცები არ აშტერდებიან ან არ მიშტერებიან“, - ნათქვამია ინტერვიუში.

თამარ ივერი აცხადებს, რომ ინტერვიუსთან კავშირი არ აქვს და არც იქ გაჟღერებულ თემებს ეთანხმება.

„მომაწოდესინფორმაცია,რომგაზეთ„საქართველოსრესპუბლიკაში“დაწერილაინტერვიუჩემისახელით,სადაცმოხუციჟურნალისტისაკუთარაზრებსჩემსნალაპარაკებადასაღებს.საჯაროდვაცხადებ,რომამინტერვიუსთანმეარანაირიკავშირიარმაქვს.ისმეარმიმიციადაარციქჩამატებულგაჟღერებულთემებსვეთანხმები,რადგანელემენტარულად,ჩემგანინტერვიუარავისაუღია. ვიტყვიმხოლოდ,რომდამირეკა 85 წლისმხცოვანმაჟურნალისტმაგიზოზარნაძემ,მანმითხრარომაღფრთოვანებულიაჩემისტატუსითქალისადმიმიშტერებისთემაზედამთხოვა, იმსტატუსსგავშლიდავითომინტერვიუმომეცითისეგანვავრცობო.რათქმაუნდა,ვენდემისასაკსდაალბათგამოცდილებასდაზეპირადვუთხარიყურმილში...კარგი,ბატონოგიზო,გააკეთეთ,გენდობით,ოღონდაცჩემსმიერგამოქვეყნებულსტატუსსარგადაუხვიოთმეთქი.რასბრძანებთო.ესიყოდაეს.ისთუმანრადაამატა, რასათაურიდაურთო,რატექსტებიმოიგონა...ესუკვემეარანაირადარმეკუთვნისდაპასუხიამადამიანსმოეთხოვება.ძალიანმეუხერხულება, მაგრამ...მხცოვანადამიანს, რომელიცმეთაყვანება...როგორვუჩივლო? თუმცა, საჯაროდვაცხადებრომინტერვიუსთანშეხებაარმაქვს.მანუბრალოდ, აიღოჩემიერთ-ერთისახალისოსტატუსიდამასდაამატარაღაცსაკუთარიიდეები, აზრებიდაჩემადგაასაღა...ასეთფაქტზე, ამერიკაშიერთ 5მილიონსმოსთხოვდიუფლებისშელახვისთვისდამორალურიკომპენსაციისათვისგაზეთისრედაქციასდააქ, იმედია, ბოდიშსმაინცმოიხდიან!!!თუარადა, ბოლომდემივყვებიამსაქმესრომბოდიშიმოიხადონ!“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]