weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში შს სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს

21:34 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს. ექმიმის განცხადებით, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ფიცხელაურს სავარაუდოდ დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

„აღენიშნებოდა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები. გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, აღმოჩნდა ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ფაქტიურად სამ ადგილზე. ოპერაციამ ჩაიარა დამაკმაყოფილებლად,“ - განაცხადა კლინიკა „ოპტიმალმედის“ რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი გეგაშვილმა.

შს სამინისტროს თანამშრომლის დაჭრის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. „კურიერის“ ცნობით, ინციდენტი დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე მოხდა. უცნობია, ვისთან მოუვიდა კონფლიქტი პოლიციელს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]