weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში დევნილები ბინის მიმღები ოჯახების სიას აპროტესტებენ

14:54 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017
გორში დევნილები ბინის მიმღები ოჯახების სიას აპროტესტებენ ფოტო © ია თინიკაშვილი

გორში მერიის შენობაში დევნილები არიან შეკრებილები. ისინი განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დევნილი ოჯახების იმ სიას აპროტესტებენ, რომლებსაც გორში ბინები გადაეცემათ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სიის მიღმა უსამართლოდ დატოვეს და ბინების გადაცემას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ახალგაზრდა მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ამ ეტაპზე, 480 ბინიდან საცხოვრებელი ფართი 436 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დარჩენილ 44 სამოთახიან ბინაზე კი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 25 დეკემბერს გამოცხადდება.

სამინისტრომ გორში 480 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი ააშენა. პირველ ეტაპზე, ბინის მისაღებად განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილებს შეეძლოთ. მეორე ეტაპზე, სამოთახიანი ბინის მოთხოვნით, განაცხადის შევსება ნებისმიერ დევნილ ოჯახს, 25 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით შეუძლია. ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით დევნილების მიღება გორის მერიაში დღეს და ხვალ იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]