weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოში საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს, დაკავებულია 10 პირი

21:22 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 დეკემბერს, დილის 8 საათიდან, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. დაკავებულია 10 პირი, მათგან 6 წარსულში ნასამართლევია.

1989 წელს დაბადებული ლ.მ., 1987 წელს დაბადებული ს.მ., 1998 წელს დაბადებული შ.ა., 1976 წელს დაბადებული ზ.ქ., 1971 წელს დაბადებული ე.მ., 1990 წელს დაბადებული მ.თ., 1992 წელს დაბადებული ბ.დ., 1972 წელს დაბადებული მ.ქ., 1986 წელს დაბადებული ა.ც. და 1979 წელს დაბადებული გ.კ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 1 ავტომატი, 6 პისტოლეტი, 7 სანადირო თოფი, 3 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 „საიგას“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ხელყუმბარა, 4 კოჭა ტროტილი, 1 ცეცხლგამტარი ზონარი და 1095 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ასევე, ნარკოტიკული საშუალებები: 7 შეკვრა ჰეროინი, 20 გრამამდე გახსნილი სითხე და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

გარდა ამისა, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისში.

ამ ეტაპზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი, ასევე, დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 1124 საბრძოლო ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, კერძოდ, ცივი იარაღის უკანონო ტარება.

საპოლიციო კონტროლი რიგ შემთხვევებში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას ემსახურება.

ამ თემაზე:

ჩემი უფლებები - რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]