weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობების გამოცვლის ბოლო ვადა გახანგრძლივდა

23:50 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების შეცვლის ბოლო ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილება დღეს შევიდა.

22 დეკემბერს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდულ ტექინსპექტირებას შეეხება. პარლამენტმა კანონპროექტი იმ დათქმით მიიღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ. შესაბამისი წინადადება კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა დააყენა.

„მოქალაქეების მიერ მართვის მოწმობების გამოცვლის პროცესი მიმდინარეობს. დადასტურებული ინფორმაციით, ეს დრო, რომელიც იყო მიცემული შესაბამისი ორგანოებისთვის, არ აღმოჩნდა საკმარისი და თუკი ეს მუხლი ამ რედაქციით დარჩება, აღმოჩნდება, რომ 2018 წლის პირველ იანვარს ძალიან ბევრ, ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ექნება საშუალება ისარგებლოს 2006 წლამდე გაცემული მართვის მოწმობით. გთავაზობთ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილში, „2018 წლის 1-ელ იანვრამდე“ შევცვალოთ სიტყვით - „2018 წლის 1-ელ აპრილამდე“ ანუ დამატებით მიეცეს ვადა შესაბამის ორგანოებს მართვის მოწმებების შესაცვლელად და გაეზარდოთ ვადა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩაეტიონ დროში და მივცეთ საშუალება, ისარგებლონ ძალაში მქონე მართვის მოწმობებით“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს სერვისცენტრები 9 დეკემბრიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მართვის მოწმობის გამოცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო.

მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ არის სავალდებულო. ამისთვის საჭიროა მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

თუ A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდეა აღებული, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლებაა აუცილებელი.

- 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE, C1,E D1 და D1E კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდებათ.

2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განახლდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]