weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს რკინიგზამ საახალწლოდ დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა

01:21 შაბათი, 23 დეკემბერი 2017

შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, მოთხოვნად მიმართულებებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და 2018 წლის 05-06-07 იანვარს „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს.

დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT).

ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

აღნიშნულ პერიოდში ქალაქ ბათუმში ტურისტული ნაკადის მატებასა და მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია "შტადლერის" ორსართულიანი მატარებლით.

დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

თბილისი-სენაკი-თბილისი N878/877 - გასვლა 08:50 საათზე, ჩასვლა 13:08 საათზე; გამოსვლა 19:45 საათზე, ჩამოსვლა 23:59 საათზე.

თბილისი-ბათუმი-თბილისი N808/807 - გასვლა 10:30 საათზე, ჩასვლა 15:30 საათზე; გამოსვლა 17:10 საათზე, ჩამოსვლა 22:03 საათზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]