weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ავიარეისები განახლდა

13:41 შაბათი, 23 დეკემბერი 2017

თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული სამოქალაქო ავიარეისები განახლდა. სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასო ფრენებს ყოველ სამშაბათს შეასრულებს და 18 ადამიანს მოემსახურება.

ვერტმფრენი მგზავრებს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, პროფესიული კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს. ფრენა დილის 8-9 საათზეა. თუშეთში გაფრენის მსურველები სიაში ჩასაწერად წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ქვემო ალვანში ახმეტის მერის წარმომადგენელს ლადო კახოიძეს ტელეფონის ნომერზე: 591 01 01 92.

„ალვანი-ომალოს მიმართულებით ფრენების განხორციელება დაგეგმილია ყოველ სამშაბათს, თუმცა რეისის დღე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ მგზავრებს წინასწარ ეცნობებათ. ვერტმფრენი მოემსახურება მესაზღვრეებს და იმ ადამიანებს, რომელებიც თუშეთში ზამთრის განმავლობაში რჩებიან, იქ მეურნეობა აქვთ და ტვირთი აქვთ გადასატანი. ერთ ადამიანზე ნებადართულია არაუმეტეს 20 კგ ბარგის გადატანა“, - განაცხადა ლადო კახოიძემ.

თუშეთის გზის გახსნამდე ომალოს მიმართულებით ავიარეისები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, 2017 წლის გაზაფხულზე დაინიშნა.

„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ სამანქანო გზა არ არის. თოვლია, ზამთარია და მანქანა ვერ იმოძრავებს. არის ვერტმფრენი, რომელსაც იქიდან დავაბარებთ თუ პური გაგვითავდება და რაიმე პრობლემა გვექნება“, - აღნიშნავს გელა სისაური.

თუშეთის გზაზე ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა შესაძლებელი. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6-7 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია. ამ დროისთვის მთელ თუშეთში გამოსაზამთრებლად 22 ადამიანია დარჩენილი - 4 სოფელ შენაქოში, 18 კი ომალოში. ლადო კახოიძის თქმით, ავიარეისების განახლების შემდეგ თუშეთში ზამთრის განმავლობაში დარჩენის მსურველთა რიცხვი გაიზრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]