weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ორდღიანი რეიდის შედეგად 69 პირი დააკავეს

14:37 შაბათი, 23 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22-23 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო კონტროლის და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 63 ადამიანი დააკავეს. საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცავების მიერ სულ  36 330 პირი გადამოწმდა.

„სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32 პირი დააკავეს, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის - 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 37 პირი.

გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულისათვის 4 ძებნილი პირია დაკავებული.

ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 50 ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16. ასევე, ამოღებულია 33 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

მათივე განმარტებით, საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობდა ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]