ცოლ-ქმარი მარტო ცხოვრობდა. მათი ცხედრები მეზობელმა იპოვა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს. მისივე ინფორმაციით, მომხმარებლებს შეუძლიათ კომპანიის ტექნიკური სამსახური გამოიძახონ და გაზის დანადგარები უფასოდ შეამოწმონ. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელი ხაზის ნომერია 16 114.