weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთში კანონიერი ქურდი დავით ალხანაშვილი მოკლეს

23:33 შაბათი, 23 დეკემბერი 2017

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში კანონიერი ქურდი, 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე „დათო პანკისკი“ მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს მოკლულის ბიძაშვილმა, ახმეტის საკრებულოს წევრმა მაკა ალხანაშვილმა დაუდასტურა.

დავით ალხანაშვილის მშობლები თელავის რაიონის სოფელ შალაურში ცხოვრობენ. ოჯახის ახლობლების თქმით, ცხედარს საქართველოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.

ახლობლების ინფორმაციით, დავით ალხანაშვილი რესტორანში იმყოფებოდა, რა დროსაც მას დაურეკეს, გარეთ გასვლის შემდეგ კი ზურგში ესროლეს. დაჭრილი ალხანაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ერთ-ერთი ვერსიით ალხანაშვილი შესაძლოა კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის, იგივე "შაქრო მოლოდოის" კლანის წევრებმა მოკლეს. თურქული მედია წერს, რომ ალხანაშვილი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის დაჯგუფებაში იყო და 2011 წელს, "შაქრო მოლოდოის" ნათესავზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]