„აჭარის ტელევიზიასთან“ ექიმმა რუსუდან ქამადაძემ აღნიშნა, რომ პაციენტებს ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლის და ბარძაყების არეში აქვთ. „პაციენტებს რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებათ. არცერთი მათგანი არ არის შემავალი და მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის“, - განაცხადა ექიმმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.