ბეჩოში მესტიის მერის წარმომადგენლის რეზო ხორგუანის ინფორმაციით, ბალის ქედზე, სავარაუდოდ ელექტროგადამცემი ბოძები წაიქცა და გაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. ბეჩოს თემის 13 სოფელში ელექტროენერგიის გარეშე 300-მდე ოჯახია დარჩენილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება კალა-უშგულის სოფლებსაც.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სოფლები საწვავით მომარაგებულია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უცნობია, როდის აღუდგება მაღალმთიან სოფლებს ენერგომომარაგება.