weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეიდების შედეგად 127 პირი დააკავეს, 52 000 პირი გადამოწმდა

13:10 კვირა, 24 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22-24 დეკემბერს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 127 პირი.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულია 45 პირი, მათ შორის არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები; სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 5 პირი; ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი; ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები; ამოღებულია 54 ხელყუმბარა, 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 22 კაფსულ-დეტონატორი, 3 740 ცალი ვაზნა.

„საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმდა 52 000-მდე პირი. ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი, მათ შორის, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ქვეყანაში სისტემატიურად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად ფონიჭალაში ახორციელებდა. ზემოაღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობისას თითოეულ სამართალდამცველს ჰქონდა მკაცრი მითითება, ემოქმედა კანონის სრული დაცვით“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

უწყების ცნობით, რამდენიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა და იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სამსახურეობრივი გადაცდომა, თითოეულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

„მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. ასევე დიდი მადლობას ვუხდით თითოეულ იმ მოქალაქეს, რომლებმაც ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან. მსგავსი თანამშრომლობით, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“, - აცხადებენ სამინისტროში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი, ე.წ. რეიდი 22 დეკემბერს, შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნულ ბრძანებას „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამსართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ხოსიაშვილების სახლის ჩხრეკის დროს 31 წლის ქალი ავად გახდა. ის რეანიმაციაშია მოთავსებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]