weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს ზვიად რატიანის საქმეზე - იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა

16:15 კვირა, 24 დეკემბერი 2017
შსს ზვიად რატიანის საქმეზე - იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა ფოტო © სააგენტო ინტერპრესნიუსი

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევრის ბრალდებით გუშინ დააკავეს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს.

რატიანის თქმით, ის ქურთუკის ფერის გამო დააკავეს და პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ზვიად რატიანს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

„მსუბუქად ნასვამივიყავი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე რაც გავიგე, შეიძლება ძალიან სისულელედ ჟღერს, მაგრამ ამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. 2 მანქანით იყვნენ პოლიციელები, სამოქალაქო ფორმაში. მცემდნენ ძირითადად თავში. მეც ვუწევდი წინააღმდეგობას, როცა ყელზე ხელს მიშვებდნენ და ხმის ამოღებას ვახერხებდი. 8 კაცი მირტყამდა“, - უთხრა რატიანმა ჟურნალისტებს იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად რატიანის დაკავების ფაქტსგენერალური ინსპექცია სწავლობს.

„პირველადი შესწავლის შედეგად იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება, მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]