საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის ლოკალიზებაზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. უსაფრთხოების მიზნით შენობიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. უცნობია, რამ გამოიწვია ის. ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, რომ სახლში ელექტოგამათბობელს იყინებდნენ, რაც შესაძლოა ხანძრის მიზეზი გახდა. სხვა ვერსიით კი ცეცხლი სიგარეტის ნამწვმა გააჩინა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას – ჩადენილს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.