ავტომობილების რიგი დუშეთის გადასახვევიდან იწყება და მლეთამდე გრძელდება. როგორც დუშეთის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა განაცხადა, მგზავრებს საკვები და წყალი დაურიგდათ, რამდენიმე ადგილას განთავსდა ბიოტუალეტები, მობილიზებულია სასწრაფო დახმერების ბრიგადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, უცნობია როდის აღდგება მოძრაობა.