„თქვენო უწმინდესობავ, მაქვს პატივი, გულთბილად მოგილოცოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 40 წელი. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს, ლონდონში თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის ახლო ურთიერთობები ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ელისაბედ მეორის წერილში.
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათალიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიე. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.