weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დააკავეს 3 ადამიანი

09:05 სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017

პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში დაახლოებით 04:00 საათიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად სოფელ ომალოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბადურ (ბადო) ჩოფანაშვილი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით არის დაკავებული.

როგორც პანკისის სათემო რადიოს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამჟამად ჩხრეკა სოფელ დუისში, ვახო მაჩალიკაშვილის სახლში მიმდინარეობს. ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელია მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ დუისში ასევე დააკავეს ტემირლან მაჩალიკაშვილი და რუსლან ალხანაშვილი.

სპეცოპერაცია სავარაუდოდ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება. ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევი და კიდევ ორი ადამიანი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია. დანაშაულებრივი ჯგუფი იმ სახლში ცხოვრობდა, რომელიც წარმოშობით პანკისელ მერი ხანგოშვილზეა რეგისტრირებული, მისი ფაქტობრივი მფლობელი კი ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები ასლანბეგ ჯაბრაილოვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]