weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიაში საკრებულოს წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი ბიძაშვილია

17:40 სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. ნიგურიანის მკვლელობისთვის მისი ბიძაშვილი იძებნება. მოკლულის ახლობლების განცხადებით, მეზობლებს შორის დაპირისპირების გამწვავების მიზეზი ეჭვმიტანილის ეზოში თოვლის გადაყრა გახდა.

„ლომარ ნიგურიანი და მისი შვილი სახლის სახურავიდან თოვლს ყრიდნენ და მეზობლის ეზოში იყრებოდა. ამან მეზობლის უკმაყოფილება გამოიწვია. თოვლს იქ ნუ ყრითო. იარაღიდან ბავშვისთვის აპირებდა სროლას და მამამისი გადაეფარა“, - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი ნატო ნიგურიანი.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლომარ ნიგურიანს შვიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისშია გადასვენებული, სადაც ექსპერტიზა უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით.

ლომარ ნიგურიანი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე იყო. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]