weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

27 დეკემბერს პანკისის ხეობაში რამდენიმე შეკრება გაიმართება

00:03 ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017

პანკისის ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მცხოვრებლები 27 დეკემბერს სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ.

12:00 საათზე, უხუცეს ქალთა საბჭოს და ქალთა ჯგუფის ინიციატივით, ასევე უხუცესთა კავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით შეკრება გაიმართება დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისში. ორგანიზატორები ერთობლივი განცხადების გავრცელებას აპირებენ.

14:00 საათზე, დუისში, სოფლის გამგეობასთან შეკრებისკენ მოუწოდა ხეობის მცხოვრებლებს პანკისის სალაფიტური თემის იმამმა ბექხან ფარეულიძემ. „ვიკრიბებით პანკისის ხეობის მოსახლეობა, სადაც განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ხეობის კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია იმამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ბოლოს უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაა დაგეგმილი პანკისის სათემო რადიოს ოფისში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს. დაჭრილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]