კონტრტერორისტული ოპერაცია ქალაქ ოფის მახლობლად ჩატარდა. თურქული გამოცემა „მილიეთი“ იუწყება, რომ დაკავებულების საცხოვრებლის ჩხრეკისას ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.
თურქული გამოცემების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ და მუშაობდნენ.